20 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთათვის საზეიმო გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართება
17-07-2018
დაკოპირებულია
-
+
20 ივლისს, 10 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში კურსდამთავრებულთათვის საზეიმო გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართება.
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავენ: რექტორი, ზურაბ ხონელიძე; ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნინო თოფურიძე და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, ნინო თავაძე.
როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნავენ, სტუდენტებს ელით ლამაზი გარემო და ბევრი სიურპრიზი.