ბარისახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თბილისის მუზეუმები დაათვალიერეს
ბარისახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი და ეროვნული მუზეუმი დაათვალიერეს.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში მათ პოეტი თორნიკე ნაროზაული დახვდათ, რომელმაც მოსწავლეებს ბევრი საინტერესო ისტორია მოუთხრო.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეები ექსკურსიიდან კმაყოფილები დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები