პირველ სესიაზე დარეგისტრირებულ მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა 72%-ზე მეტი გამოცხადდა
11-07-2018
დაკოპირებულია
-
+
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, პირველ სესიაზე გამოცხადდა დარეგისტრირებულ მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა 72%-ზე მეტი. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 15:00 საათზე დაიწყება და მაგისტრანტობის მსურველები წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის გამოცდას ჩააბარებენ.