სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა დასრულდა
10-07-2018
-
+

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა დასრულდა. ოთხი დღის განმავლობაში იუნკერებმა კომისიის წევრებს წარუდგინეს ნაშრომები ინფორმატიკის, მენეჯმენტისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.

საბაკალავრო ნაშრომი ინფორმატიკის მიმართულებით - 33 იუნკერმა, მენეჯმენტის მიმართულებით - 32 იუნკერმა და თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით - 23 იუნკერმა დაიცვა.

საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობდა. იუნკერთა საბაკალავრო თემები ეხებოდა ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კიბერუსაფრთხოების მართვა თანამედროვე კომპიუტერულ ქსელებსა და სისტემებში, ოპტიმალური გადაწყვეტილებები შერეულ სტრატეგიებში - რეალიზაცია C# ში, ძალაუფლებისა და პოლიტიკის როლი ორგანიზაციის განვითარებაში, მარკეტინგული გარემო და მისი გავლენა ორგანიზაციის წარმატებაზე, ომის დანაშაული შეირაღებული კონფლიქტების დროს, ჰიბრიდული ომის ტრანსფორმაცია 90-იანი წლებიდან დღემდე და სხვა.

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა იუნკერებს საშუალებას აძლევს მოახდინონ სწავლის განმავლობაში მიღებული ცოდნის შეჯამება, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენა. იუნკერები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ საბაკალავრო ნაშრომების დაცვას, მოიპოვებენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე.

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და მიწვეული სტუმრები, რომლებიც ამ დღით აღფრთოვანებულები დარჩნენ
სასკოლო საზოგადოების ჩართულობითა და დირექციის მხარდაჭერით შეგროვდა მაკულატურა
„ყველა საგანი უკავშირდება სხვა რომელიმე სფეროს და ინტეგრირება ხდება სხვადასხვა საგანთან“
 
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
საინტერესო

საზოგადოება