ბაღის წარმომადგენლის განცხადებით, მშობლებს ღონისძიებებში აქტიურად რთავენ, რათა საკუთარ შვილებთან კონტაქტი იმ დროსაც კი ჰქონდეთ, როცა აღსაზრდელები ბაღში იმყოფებიან.
„ნუცას ბაგა ბაღში“ რელიგიის გაკვეთილიც ტარდება, რომლის ფარლებშიც ბავშვები ექსკურსიით მამათა მონასტერს ეწვივნენ, სადაც რელიგიურ თემებზე ისაუბრეს.
ეს პირველი გასვლა არ გახლდათ. ბავშვები სხვადასხვა ადგილს ხშირად სტუმრობენ, მათ შორის, ცოტა ხნის წინ „კათარზისში“, მუზეუმსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში იყვნენ.