გუდასახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
უჩხოს საჯარო სკოლაზე დაქვემდებარებულ გუდასახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია ჩაატარეს. აქციაში „ნუ დავანაგვიანებთ გარემოს“ მეორე და მეოთხე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა აქციის მერე სპეციალური წესები შეიმუშავეს, რომელიც სკოლაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს.
იხილეთ ფოტოები