მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„12 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. საღამოს საათებში შედარებით გამოიდარებს, ღამის საათებში კი იწვიმებს მხოლოდ ზოგიერთ რაიონში,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ხვალ, 13 ივნისს ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში 12 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 13 ივნისს დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღეს +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ივნისს კი 2 – 3 გრადუსით მოიმატებს.