| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა ჩართულობაზე აისახება.
ახლახან, გუდაურის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია თემაზე - „თვლის სისტემები“.
მათ იმსჯელეს, თუ როგორ ჩაიწერებოდა რიცხვები წინათ და თვლის რომელ სისტემებს ვიყენებთ ახლა.
პრეზენტაციის წარდგენის დროს ბავშვებმა მოიწვიეს მეოთხე და მეექვსე კლასის მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. მათ იმსჯელეს თვლის სისტემების - ძველ ეგვიპტურის, არაბულის, ინდურის და რომაული ჩანაწერების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
დასასრულს, მოსწავლეებმა გამართეს სახალისო ვიქტორინა სამაგიდო თამაშით - „მოაზროვნე“.
„ვიქტორინაში წარმოდგენილი ლოგიკური შეკითხვები ძალიან სახალისო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა ბავშვებისთვის“,- ამბობს მასწავლებელი მარინა ბურდული.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა