| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, მრავალფეროვან დავალებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, თემის - „ობის სოკოს გამოზრდა“ ფარგლებში, საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს.
ექსპერიმენტის მიზანი - პურზე ობის სოკოს განვითარება გახლდათ. ბავშვებმა ის სხვადასხვა კონტეინერში, განსხვავებულ პირობაში მოათავსეს და დააკვირდნენ თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
აქტივობის მიზანი, ასევე იყო დავალებაზე მუშაობისას, ნაბიჯების სწორად განხორციელება, პროცედურების ჩატარება, ექსპერიმენტული მასალისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა და სწორად „გამოზრდილი“ ობის სოკოს მიღება.
აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
„მადლობა კლდეეთის სკოლის მეშვიდე კლასის მოსწვლეებს აქტიურობისა და ჩართულობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას აწავლის, რაც მათ მოტივაციას ზრდის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ
22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
„პირველი ასო, პირველი წარმატება და ცოდნისკენ მიმავალი დიდი გზა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას