სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასშტაბური რეფორმა ზოგადი განათლების საფეხურზე - გიორგი ამილახვარი დეტალებზე
26-02-2024
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ზოგადი განათლების საფეხურზე ახორციელებს მასშტაბურ რეფორმას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას - რეფორმის შესახებ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს. 

„რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სასკოლო საგნების სტანდარტების გადახედვასა და განახლებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საგნობრივ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან რეფორმის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

მინისტრმა უშუალოდ საგნობრივი ექსპერტებისგან მიიღო ამომწურავი ინფორმაცია რევიზიის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლების ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფა. ვინაიდან სახელმძღვანელოების მომზადება სწორედ საგნობრივი სტანდარტების საფუძველზე ხდება, ზოგადი განათლების რეფორმის პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

აღსანიშნავია, რომ ზოგადი განათლების საგნობრივ ექსპერტებთან შეხვედრები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება, რათა ყველა საგნის სტანდარტი შესაბამისობაში იყოს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება