სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N166 სკოლის მოსწავლეთა ნახატები, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, საზღვარგარეთ გამოიფინება
22-02-2024
-
+


თბილისის N166 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობითა და საინტერესო ინიციატივებით, საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის N166 საჯარო სკოლა ჩართულია საერთაშორისო პროექტში - „ქართულ-იაპონური კულტურის სინთეზი ქართულ მწერლობაში“. 

აღსანიშნავია, რომ პროექტს ხელმძღვანელობს ეროვნული ჯილდოს მფლობელი, თბილისის N141 საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო ჯალაღონია. ამ პროექტში ფიზიკის ინტეგრირებას კი ხელმძღვანელობს თბილისის N166 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი - გალინა ქადაგიშვილი.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ფიზიკასა და ლიტერატურაზე ერთდროულად მსჯელობა მოსწავლეებს დაეხმარებათ არსებული სამყაროს რეალურად აღქმაში, ხოლო ლიტერატურა საშუალებას მისცემს, ინდივიდუალურად გამოხატონ საკუთარი სულიერი განცდები - ასე შეიქმნა მანგას სტილში წარმოდგენილი პროდუქტი - „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“.

სკოლის X კლასის მოსწავლეებმა: მარიამ კიკნაძემ და ლიზი მეტრეველმა, აღნიშნული პროდუქტის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ გამოფენაზე წარადგინეს, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

მათი ნახატი აარჩიეს საზღვარგარეთ წარსადგენ საუკეთესო ნამუშევრებს შორის.

სკოლაში დიდი სიამაყით ულოცავენ ბავშვებსა და მათ პედაგოგს ამ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება