| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო ინიციატივებით, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან და მათ დიდ დაინტერესებას იწვევს.
ამჯერად, სკოლაში გაიმართა კონფერენცია - „ქალი მეცნიერები და გამომგონებლები“, რომელიც მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ზუსტ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით (პედაგოგი: ქრისტინა ქუთათელაძე) მოეწყო.
კონფერენცია მიზნად ისახავდა, მონაწილეებს აღენიშნათ და განეხილათ ქალების შესანიშნავი მიღწევები ისტორიულად მამაკაცების მიერ დომინირებულ სფეროებში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენცია დაიწყო თვითმმართველობის თავჯდომარის თაზო დონდუას მომხიბვლელი სიტყვით, რომელიც ხაზს უსვამს ქალი მეცნიერებისა და გამომგონებლების მიღწევების აღიარებისა და აღნიშვნის მნიშვნელობას ისტორიის მანძილზე.
კონფერენციაზე ასევე გაიმართა საინტერესო სემინარებისა და პრეზენტაციების სერია, რომელიც მოიცავდა თემების ფართო სპექტრს, თანამედროვე ქართველი ქალებიდან დაწყებული გამომგონებელი ქალებით დასრულებული.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ კონფერენცია - „მეცნიერები და გამომგონებლები ქალები“, არ იყო მხოლოდ წარსული მიღწევების აღნიშვნა, არამედ მოწოდება მოქმედებისკენ უფრო ინკლუზიური და სამართლიანი მომავლისთვის მეცნიერებასა და ინოვაციებში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში