| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კაბინეტში, ქიმიის სასკოლო კვირეულის ფარგლებში, ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები შეხვდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ რამაზ გახოკიძეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის ინიციატორი იყო ქიმიის მოყვარულთა კლუბის ხელმძღვანელი, ქიმიის პედაგოგი - თეა ქვრივიშვილი და საბუნებისმეტყველო კათედრა, რომელსაც ზურაბ გოგოლაძე ხელმძღვანელობს.
დოქტორმა, ჩაატარა ლექცია თემაზე - „მეცნიერების როლი თანამედროვე მსოფლიოში“, რამაც მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრამ, რომელსაც ესწრებოდნენ გიმნაზიის ქიმიის მოყვარულთა კლუბის წევრები, უფროსკლასელები და პედაგოგები, ძალიან საინტერესო ვითარებაში ჩაიარა.
მომხსენებელმა ისაუბრა მნიშვნელოვან საკითხებზე, ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე, სურსათის უვნებლობაზე, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ქიმიის როლი ჩვენს ყოველდღიურობაში.
შეხვედრის მიწურულს კი, გაიმართა საინტერესო დისკუსია, მოსწავლეთა ჩართულობით.
„ჩვენი გიმნაზიის მიზანია უფროსკლასელებს გაუკვალოს გზა მომავალი პროფესიისკენ და ყველა სფერო სიღრმისეულად გააცნოს მათ“,- ამ მოტივით კი, გიმნაზია განაგრძობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში