| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N7 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
კურსდამთავრებულებთან შეხვედრა, როგორც სკოლაში გვიყვებიან საინტერესოდ წარიმართა. დირექტორის მოადგილემ, გურანდა ხმელიძემ მოსწავლეებს დამსახურებული წარმატება მიულოცა და მათ ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.
„მედალოსნებს წარმატება მიულოცეს ლ.ხონელიძემ, ვ.თევდორაძემ, ე.ყვავაძემ, რ.კირკიტაძემ და სხვებმა. წარჩინებულმა მოსწავლეებმა მადლობა გადაიხადეს მათი შრომის დაფასებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
კურსდამთავრებულებთან შეხვედრას უძღვებოდნენ ე.კვიტატიანი და ქ. ხვადაგიანი. ცერემონიალის მხატვრულად გაფორმებაზე კი იზრუნეს ი.კვერნაძემ და ე.ქორიძემ.
სკოლის დირექცია ულოცავს მედალოსნებს დამსახურებულ ჯილდოს და მათ შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ