სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები პედაგოგ თეა გაგუას ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას ულოცავენ
22-02-2024
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ხარისხიან განათლებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ერთ-ერთი ასეთი, საკუთარი საქმით გულანთებული მასწავლებელია თეა გაგუა, რომელიც 32 -ე საჯარო სკოლაში 22 წელია უწყვეტად ასწავლის ისტორიას და სამოქალაქო განათლებას. პედაგოგი წლების განმავლობაში ჩართულია არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში, კონფერენციაში, ტრენინგ-სემინარში, კონკურსში, გახლავთ მასშტაბური სასკოლო პროექტების ავტორი და გამარჯვებული.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პედაგოგს სასკოლო ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი არაფორმალური განათლების, სწავლების ახლებური მეთოდების დანერგვის და განათლების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის საქმეში.

თეა გაგუას თაოსნობით სკოლაში დაფუძნდა მულტიფუნქციური და მრავალპროფილური გაერთიანება - „ინოვაციური სასკოლო ჰაბი“, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება და აქტივობა განხორციელდა სკოლაში.

პედაგოგმა ახლახანს წარმატებით დაასრულა ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა ისტორიის მიმართულებით, გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატიები, დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა „ისტორიის დოქტორის“ აკადემიური ხარისხი.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კოლეგას ტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას ულოცავენ.

„32-ე საჯარო სკოლა ულოცავს ქალბატონ თეას ღირსეულ სტატუსს და დიდ პროფესიულ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება