სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბალდის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მოთენას“ შთამბეჭდავი საგანმანათლებლო ტური
13-02-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „მოთენა“, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობას აქტიურად ეწევიან. 

ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის კვირეულის ფარგლებში ბალდის სკოლის ეკოკლუბმა „მოთენამ“ განახორციელა საგანმანათლებლო ტური ფოთის მუნიციპალიტეტში. ამ ტურის ფარგლებში კლუბის წევრებმა მოინახულეს და დაათვალიერეს შემდეგი ადგილები:

კოლხეთის ეროვნული პარკი, სადაც ბუნებრივი რესურსების უფროსმა სპეციალისტმა - მანანა ჩიქოვანმა ჩაატარა ლექცია-პრეზენტაცია თემაზე: „მსოფლიოს წყალჭარბი ტერიტორიები, კოლხეთის ეროვნული პარკი და მისი მნიშვნელობა“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ადგილზე მოსწავლეებმა დაათვალიერეს ეროვნული პარკის საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილი იყო დაცულ ტერიტორიაზე არსებული ფლორა და ფაუნა. აგრეთვე ძალიან ლამაზი სანახავი იყო ოქროს ტბა.

შემდეგი ლოკაცია აღმოჩნდა პალიასტომის ტბა, სადაც ჭოგრიტით მოხდა არსებულ ფრინველებზე დაკვირვება და შემდეგ სახეობის გამოცნობა, მაგ: ყარყატი, მობუდარი იხვი.

ადგილზე მოსწავლეებს გაესაუბრა რეინჯერი, რომელიც მათ საკუთარ საქმიანობაზე ესაუბრა და ფუნქცია-მოვალეობები გააცნო.

მოზარდებმა, ასევე, მოინახულეს და მოილოცეს ფოთის საკათედრო ტაძარი.

ტურით, ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფოთის საგამოფენო დარბაზში არსებული ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს სამი ჭარბტენიანი დაცული ტერიტორიის - კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტოები.

„მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა შავი ზღვის აუზში ყველაზე მაღალი საზღვაოსნო ნაგებობის ნახვა. 152 საფეხური ერთი სულის მოთქმით აირბინეს. აი, იქედან კი, 30მ სიმაღლიდან ფოთის ხედები გადაიშალა. ასევე დახედეს მდ. რიონის შესართავს. ბოლოს კი განტვირთვისთვის ეკოკლუბის წევრები ესტუმრნენ ყურეს შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც გამოირჩევა ჰაერში დიდი რაოდენობის იოდის კონცენტრაციით. ბავშვებმა ადგილზე არსებულ სკვერში დაისვენეს“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ეკოტური მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, თავშესაქცევიც აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება