| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2024 წელს დიდი შემართებით შეხვდნენ.
მათი აქტიური მონაწილეობით სკოლაში შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ღონისძიება გაიმართა. ბავშვებმა „პეპი გრძელიწინდა“ განასახიერეს, იმღერეს, იცეკვეს და შთაბეჭდილებები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მოსწავლეთა შემოქმედობითობამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა და დადებითი ემოციებით აღავსო.
„ჩვენი მარგალიტები ხართ ბავშვებო! საუკეთესი დღე გვაჩუქეთ. მინდა, ყოველთვის ციმციმებდეს თქვენს თვალებში სიხარულის სხივი და არასდროს გასულიყოს თქვენგან ლაღი, გულწრფელი, მოსიყვარულე და ხალისიანი ბავშვი“, - აღნიშნავს პედაგოგი ხათუნა ორმოცაძე.
მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს