| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში I სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო შეხვედრა და აქტივობა იმართებოდა.
მათ შორის იყო ტრენინგი ბულინგზე, რომელიც როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დღესდღეობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
ტრენინგის ფარლგებში, სკოლის თვითმმართველობამ შეიმუშავა გეგმა და თითოეულ კლასს დაავალა მოკლემენტრაჟიანი ვიდეორგოლების გადაღება.
„ვიდეოზე აღბეჭდილი უნდა ყოფილიყო, თუ რა იყო მათი აზრით ბულინგი, ასევე, მოსწავლეებს უნდა ეპოვათ მისი აღმოფხვრის გზები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეთა თვითმმართველობამ და კლუბის წევრებმა აღნიშნულ დღეს კლასში მოამზადეს პრეზენტაცია, აღწერეს სურათები. პრეზენტაცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
საბოლოოდ დასკვნა იყო თამაშით Kahoot-ში. თამაშის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები.
აქტივობებში ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
„ეს ტრენინგი, ვფიქრობთ, დაგვეხმარება ბულინგის დამარცხებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“