სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიკეთის გაკვეთილი“ ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში 
08-01-2024
-
+


ქუთაისის N40 სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მეტად საინტერესო გაკვეთილებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. ამ მხრივ აღსანიშნავია, 29 ნოემბერს მე-5 კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკაში.

გაკვეთილს, რომლის თემა იყო -  „სიკეთის გაკვეთილი“, მასწავლებელი ნუნუ ხურციძე ხელმძღვანელობდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გააცნობიერეს სიკეთის არსი და გაიაზრეს რატომ არის მნიშვნელოვანი თანადგომა. გააცნობიერეს საკუთარი პასუხისმგებლობა გარშემომყოფების მიმართ. 

მეხუთეკლასელებმა შეძლეს თანამშრომლობა თანატოლებთან, ასევე, საგანთა ინტეგრაცია “მე და საზოგადოებაში” და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში შესწავლილი კონკრეტული საკითხების ალტერნატიული გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე.

„გაკვეთილზე მოსწავლეებმა ნახეს ვიდეორგოლი - „სიკეთე გადამდებია“, რითაც შეიქმნა წინასაგაკვეთილო განწყობა, გაიზარდა მოტივაცია და საგაკვეთილო მზაობა“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა სიკეთის სახლების აგება, ყველა ჯგუფს მიეცა სამუშაო, სათანადო მასალები - შლილები, წებო, ჩხირები, პლასტელინი და კომპიუტერი. მოსწავლეები მუშაობდნენ გუნდურად, ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ააგეს სიკეთის სახლები და დაარქვეს სახლებს სახელები დაფაზე წინასწარ ჩამოწერილი სიტყვებიდან.

პრეზენტაციის დროს თითოეულმა ჯგუფმა ახსნა, თუ რომელი ფიგურების შლილები გამოიყენა სახლების ასაგებად, რატომ ააგო ბრტყელ სახურავიანი სახლი, რატომ დაარქვეს სახლებს სახელად სიყვარული, ურთიერთგაგება, ზრუნვა და სხვა.

გაკვეთილის ბოლოს მასალის განმტკიცების მიზნით დაისვა კითხვები სივრცული ფიგურების შესახებ, რომლითაც შეივსო კროსვორდი - ბავშვებმა მიიღეს სიტყვა „სიკეთე”.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება