სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ კითხვის კონკურსი ჩაატარა
30-11-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს. 

ამჯერად, სკოლაში თვითმმართველობის მორიგი აქტივობა - „კითხვის კონკურსი“ გაიმართა. მოსწავლეთა თვითმმართველობამ ასაკის შესაბამისად, წიგნების სია შეადგინა. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობით იყო.

მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეებს ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსის“, მეშვიდე-მერვე კლასის მოსწავლეებს - „ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე“, მეცხრე-მეათე კლასს წიგნის - „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“, წაკითხვა დაევალათ. მოსწავლეები კონკურსში მონდომებით ჩაერთნენ, მათ წაკითხული მოთხრობები წარადგინეს, აღნიშნეს, რა მოეწონათ და მათ მთავარ სათქმელზე იმსჯელეს.

ბოლოს კი, შეჯიბრი kahoot- ში გაიმართა. როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეები აქტივობით კმაყოფილები იყვნენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

როდის მრგვალდება მოსწავლის ქულა მთელის სიზუსტით და როდის არა

საბაზო საფეხური წარჩინებით 14 600-მა მოსწავლემ დაამთავრა - ბიუჯეტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
„მადლობა, თითოეულ მოსწავლეს ამ ლამაზი და შინაარსიანი საღამოსთვის“
 
მარიამმა დამაჯერებლად გააცნო საერთაშორისო აუდიტორიას ქართული კულტურა და დამწერლობის ისტორია
 

გორელოვკის N2 საჯარო სკოლა​ში თარიღს გამორჩეულად გამოეხმაურნენ

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება