სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მსახიობებად გარდასახული მოსწავლეები და მათი ემოციური წერილები - საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი წყალტუბოს N4 სკოლაში
30-11-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და ნაყოფიერად მიმდინარეობს. პედაგოგები ბავშვებს საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-7 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა, რომელსაც პედაგოგი მანანა ჯავახაძე ხელმძღვანელობდა.

გაკვეთილზე ბავშვებმა კომპლექსური დავალება წარადგინეს, რომლის თემა იყო - „წერილი“.

მოსწავლეებმა წაიკითხეს მადლიერებისა და თხოვნის გამომხატველი წერილები, რომელთა ავტორებიც თავად იყვნენ. მეშვიდეკლასელებმა ასევე, მასწავლებელთან ერთად წინასწარ შედგენილი ჰოლისტური (თანატოლთა შეფასება, მასწავლებლის შეფასება) შეფასების სქემით ერთმანეთის ნამუშევრები შეაფასეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ემოციურად უაღრესად დატვირთული იყო გაკვეთილის მეორე ნაწილი.

გაკვეთილზე მოსწავლეები ნორჩ მსახიობებად გარდაისახნენ და ნოდარ დუმბაძის რომანიდან - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ეპიზოდის ინსცენირება წარადგინეს.

აქტივობაში მონაწილეობდნენ: ნიკა აფხაძე(ზურიკელა), ელენე ტყაბლაძე(ბებია), ლიზი ბენდელიანი(მერი), ამირან ჯიშკარიანი(ილიკო), ამირან დვალი(ილარიონი), შალვა ქურციკაშვილი(რომული), ანამარია ჩიქვილაძე(მასწავლებელი), ლიზი თურმანოვი( მთხრობელი), ბარბარე მეტრეველი(დამლაგებელი), ასევე მოსწავლეები: ლუკა კუტივაძე, ლიზი ჭკადუა, ანი ნოზაძე.

გაკვეთილს კლასის ხელმძღვანელი მარინა გურეშიძე და საგნობრივი კათედრების წარმომადგენლები, ესწრებოდნენ, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს გაკვეთილს და თავიანთი ემოციები გულწრფელად გამოხატეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეებს სხვადასხვა საჭირო უნარს უვითარებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება