სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

იცი რა არის მასწავლებლის 5 სუპერძალა? - მოსწავლეების პასუხები
23-12-2023
-
+


მოსწავლეებისთვის მასწავლებლები არიან შთაგონების წყარო, ადამიანები, რომლებთან ერთადაც დღის განმავლობაში ძალიან დიდი დროს ატარებენ, რომლებსაც ენდობიან და რომლებიც მათთვის სუპერგმირებივით არიან. 

ინგლისში ჩატარებული გამოკითხვისას, კითხვაზე - „ვინ არის ყველაზე შთამაგონებელი ადამიანი?“, 6000-ზე მეტმა ბავშვმა მასწავლებელი აირჩია.

არ არის მარტივი მართო კლასი, უყვარდე ათეულობით ან ასეულობით მოსწავლეს და იქცე მათთვის შთაგონების წყაროდ, ისევე, როგორც ერთ დროს ყველა ჩენგანს გვყავდა ჩვენი შთამაგონებელი მულტფილმის, წიგნის ან ფილმის პერსონაჟი.

იქნებ მასწავლებლების მთავარი სუპერძალაც სწორედ მასწავლებლობაა? 

თუმცა, წარმოგიდგენთ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ 5 საუკეთესო სუპერძალას, რომელსაც მოსწავლეების აზრით, მასწავლებლები ფლობენ. 

1. აზრების გამოცნობის უნარი - ზუსტად მაშინ გამოგიძახებს, როცა კითხვაზე პასუხი არ იცი და გონებაში რამდენჯერმე იმეორებ -  „ოღონდ ჩემი სახელი არ თქვას!“

2. თვალები ყველგან, თავის უკან, გვერდებზე... - ერთდროულად ხედავს პირველ მერხსაც და ბოლოსაც, კლასშიც არის და ეზოშიც, მოკლედ მასწავლებლის თვალები გხედავს ყველგან და ყოველთვის!

3. ღამურის მსგავსი სმენა -  ესმის ყველაფერი და ბრაზდება როცა კლასში, ბუზის გაფრენის გარდა სხვა ხმებსაც იგებს;

4. ნებისმიერი ხელწერის სტილის გაშიფვრის უნარი;

5. არის წამყვანი, მსახიობიც და როცა საჭიროა კომიკოსიც კი. 

„თუ ვინმე გკითხავთ რა პროფესიის ხართ და თქვენ ეტყვით: „მე უბრალოდ მასწავლებელი ვარ“, მაშინ შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ სინამდვილეში სუპერგმირი ხართ არაჩვეულებრივი ძალებით“ 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება