| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სპორტული ცხოვრება, რომ ჯანმრთელობის საწინდარია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლაში კარგად ესმით, ამიტომ მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებენ და ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
ამჯერად, სკოლა მოსწავლეებმა ფრენბურთში, სპორტულ შეჯიბრზე ასახელეს.
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლაში ჩატარდა სპორტული შეჯიბრება ფრენბურთში, სადაც ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ფრენბურთელთა გუნდები მონაწილეობდნენ.
ფცის საჯარო სკოლის ფრენბურთელ მოსწავლეთა გუნდებმა შეჯიბრში ბრწყინვალედ იასპარეზეს. 17 ნოემბერს გამარჯვება ვაჟთა გუნდმა მოიპოვა, 24 ნოემბერს კი გოგონათა გუნდი გავიდა პირველ ადგილზე.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევა ახარებთ და შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ.
„წარმატებები მათ რეგიონალურ შეჯიბრზეც!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას