სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N118 საჯარო სკოლის წიგნის მოყვარული მოსწავლეები
21-11-2023
-
+


თბილისის N118 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და პროექტში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეები წიგნის დღეებთან დაკავშირებით გამართულ საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

თბილისში, ექსპო-ჯორჯიაში, 10-12 ნოემბერს, თბილისის წიგნის დღეები გაიმართა, რომელშიც სკოლის მე-72 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ხათუნა თაყაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მოსწავლეები წინასწარ გაეცნენ გამომცემლობების წარმოდგენილ კატალოგებს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, წლევანდელი წიგნის დღეებზე წარდგენილი იყო მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამა, შემეცნებითი ღონისძიებები.

„აღნიშნულ ღონისძიებაზე გავეცანით ახალ საბავშვო გამოცემებს, დავესწარით საინტერესო პრეზენტაციას, ვმონაწილეობდით ვიქტორინაში, შევხვდით ზღაპრის გმირებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობებში ბავშვები დიდი ხალისით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის კითხვის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება