სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„გლაზგოს უნივერსიტეტში გამოცდის წინ სტუდენტებს ეზოში ლამები ხვდებათ“ - ქართველი სპეციალისტის ბრიტანული გამოცდილება
17-05-2018
-
+


გამოცდების წინ გლაზგოს უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების დასამშვიდებლად ლამები დასეირნობენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წიგნის სახლი „ლიგამუსის“ მთავრი სპეციალისტი თინა ღვინიაშვილი წერს, რომელიც აღნიშნულ სასწავლებელში იმყოფება:

„გლაზგოს უნივერსიტეტში ახლა საგამოცდო პერიოდია. ყველა ღელავს და ნერვიულობს. ასეთ დღეებში, ადმინისტრაცია სტუდენტებისთვის სტრესის მოსახსნელად მოულოდნელ აქტივობებს ახორციელებს. ერთ-ერთი მათგანია, როცა მათთვის უნივერსიტეტის ეზოში სხვადასხვა ცხოველი მოჰყავთ. შენ შეგიძლია მათ მოეფერო ან ჩაეხუტო და დამშვიდდე. მერე წახვიდე და გამოცდა წყნარად დაწერო. ყველაფერი მხოლოდ ადამიანის მშვიდად ყოფნისა და ბედნიერებისკენ არის მიმართული,“ - წერს ღვინიაშვილი.

Etaloni.ge დეტალების უკეთ გასარკვევად თინა ღვინიაშვილს დაუკავშირდა. 

როგორც თინა ღვინიაშვილმა გვითხრა, საგამოცდო პერიოდში გლაზგოს უნივერსიტეტში ჟანგბადის ბალონებიც მიაქვთ იმ შემთხვევისთვის, თუ სტუდენტს ნერვიულობის გამო ჰაერის უკმარისობა დაემართება. მისივე ცნობით, მოსწავლეების დასამშვიდებლად ეზოში მოსეირნე სხვადასხვა ცხოველთა შორის კი უმეტესად ლამა ჭარბობს.

ალბათ, მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებლიდან მსგავსი წესების საქართველოში გადმოტანა ურიგო არ იქნებოდა.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება