| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 186-ე წლისთავი განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, კვირეული „ილია საქართველოს თანმდევი უკვდავი სული!“ ჩატარდა, რომელშიც ყველა საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ღონისძიებები - ,„ილიას ბიოგრაფია, სტუდენტობის წლები“ „ილია და მე-19 საუკუნე“ ჩატარდა. მომხსენებლები იყვნენ: მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ მარგველანი, მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ ხარძიანი და მართა ხარძიანი.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ასევე ჩატარდა კონფერენცია: „მგზავრის წერილები“, „ყვარლის მთებს“, რომლებშიც მე-8 და მე-9 კლასელები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების - „ჩვენ ვკითხულობთ ილიას!“ ფარგლებში, მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, აგრეთვე „საქართველოს მოამბეზე“ იმსჯელეს და გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები.
აღნიშნულ დღეს, მათ ასევე კედლის გაზეთი გამოუშვეს. ამ აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
კვირეულის ბოლო დღეს მოსწავლეებმა ნახეს ფილმი „კაცია - ადამიანი?!“, რომლის შესახებაც იმსჯელეს და გამოთქვეს მოსაზრებები.
პროექტის ავტორი და ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელდინო იობაშვილია, რომლის თქმით, მოსწავლეებს წინ კიდევ საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები ელით.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ