სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა 
13-11-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით და აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო შეხვედრები და აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, მე-9 გ კლასში, რომლის დამრიგებელი შ. დანელია გახლავთ, კომპიუტერული ტექნოლოგიის მასწავლებელმა - თამთა გაჩეჩილაძემ, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო და მათ ესაუბრა ციფრულ გამოწვევებზე, მედიაწიგნიერების აუცილებლობაზე.

„გლობალური გაციფრულების ერაში მიმდინარე ტექნოლოგიურმა წინსვლამ უდიდესი გავლენა მოახდინა 21-ე საუკუნის საზოგადოებზე. მისი საკეთილდღეოდ გამოყენება იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად მედიაწიგნიერია პიროვნება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა სათაურით, მედიაწიგნიერება ჩემს გაკვეთილზე - „ენდოკრინული სისტემები“, დისკუსია გამართეს, სადაც დაისვა საინტერესო შეკითხვები:

  • როგორ შეიძლება მედიაინფორმაციის სანდოობის გადამოწმება და მისი იდენტიფიცირება რეალობასთან?
  • ყველა მედია ინფორმაცია „შეთხზულია?“
  • როგორ გავლენას ახდენს მედიაწიგნიერება საზოგადოებაზე - დადებითს თუ უარყოფითს და რატომ?
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად საინტერესოდ წარმართეს დისკუსია.

მათ საინტერესო და ამომწურავი ინფორმაციები მიიღეს, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება