სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ძალიან აზარტული, საინტერესო და მამოტივირებელი კონკურსია“- ლენტეხის, ბოლნისის, წალენჯიხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში I ეტაპი გაიმართა
26-10-2023
-
+


მოსწავლეთა ცოდნის დონის გაღრმავებაზე, მათ მოტივირებაზე, გააქტიურებასა და შესაძლებლობების წარმოჩენაზე ორიენტირებული საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის კონკურსები აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, კონკურსის პირველი ეტაპი ლენტეხის, ბოლნისის, წალენჯიხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსების პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. 

კონკურსის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ სკოლების etaloni.ge-სთან დირექტორებმა ისაუბრეს. 

მაია გველებიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობით, ჩვენი მოსწავლეები ნამდვილად ძალიან დაინტერესებულები არიან. ასეთი კონკურსისთვის უდიდეს მადლობას გიხდით. მე როგორც სკოლის დირექტორი, ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, 4 მოსწავლე გვყავდა შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის და ტესტირებაში ოთხივე ჩაერთო. ვფიქრობ, რომ მათი მოტივირებისთვის „ეტალონში“ მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი დამოუკიდებლად მუშაობას ეჩვევიან. უნდა აღვნიშნო, რომ ამ კონკურსის მადლობელი არამხოლოდ მასწავლებლები, არამედ მოსწავლეები და მათი მშობლებიც არიან. ბავშვების მაღალ დაინტერესებაზე ისიც მეტყველებს, რომ ისინი „ეტალონში“ ყოველ წელს, ტრადიციულად, მონაწილეობენ.

ირმა წაქაძე, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად მე, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან მომწონს, 3 ან 4 წლის წინ მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლეც“ გვყავდა. ამით ძალიან გახარებულები ვიყავით და შესაბამისად, მოსწავლეებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. ჩვენ ონლაინ ტესტირებას ძალიან ობიექტურად ვატარებთ, თუმცა ვფიქრობ, კონკურსი თუ დასწრებით ფორმატშიც წარიმართება, უკეთესი იქნება. ინტელექტუალურ შეჯიბრებში მონაწილეობა მოსწავლეების ზოგადი განათლების კუთხით, ნამდვილად კარგია. ჩვენი სკოლა ძალიან ძლიერია, ბევრი ძალიან კარგი მოსწავლე გვყავს.

ვლადიმერ შენგელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებისთვის ეს კონკურსი ძალიან აზარტული, საინტერესო და მამოტივირებელია. ბავშვები წინასწარ ბევრს ფიქრობენ, თუ რამდენ კითხვას გასცემენ პასუხს, რა დრო დასჭირდებათ და ა.შ. ეს კი მათი განვითარებისთვის ძალიან კარგია. აღსანიშნავია, რომ ისინი აქტიურობენ და კმაყოფილები იყვნენ. ასევე, დაინახეს, რომ უკეთ მომზადების შემთხვევაში, უფრო მეტ ქულას დააგროვებდნენ. ეს სამომავლო მოტივაციაცაა, უკეთ მოემზადებიან. „ეტალონში“ მიღწეული წარმატება მათთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.

მანანა ადამია, ბოლნისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მოსწავლეები დიდი მონდომებით, აქტიურად ჩაერთნენ. ჩვენი სკოლა არაქართულენოვანია, კონკურსს დადებითად ვაფასებთ, თუმცა იყო ისეთი საკითხები, რაც ბავშვებს ცოტა გაუჭირდათ. ყველა მათგანმა მიიღო „ეტალონის“ სიგელი, ეს კი ძალიან გაუხარდათ, ბედნიერები იყვნენ. ვფიქრობ, მსგავსი კონკურსები მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და კარგია, „ეტალონში“ მონაწილეობა საკუთარი თავის გამოცდა და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.

ელგუჯა როგავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ყოველ წელს მონაწილეობენ, ასე იყო წელსაც. ჩემი აზრით, ეს კონკურსი მოსწავლეთა განვითარებისა და ცოდნის წარმოჩენისთვის კარგია, მასში ჩემი შვილებიც მონაწილეობენ. „ეტალონი“ კარგ საქმეს აკეთებს როგორც ბავშვებისთვის, ისე სასკოლო საზოგადოებისთვის - მასწავლებლებისთვის. ამისთვის კი „ეტალონის“ მთელ გუნდსა და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს მადლობას ვუხდი. ზოგადად, ჩვენი სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახის აქტივობაში ხშირად ერთვებიან.

ეკა ჩაბაიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი:

თავდაპირველად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან მოგვწონს. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან. ადრე ისინი ტესტებს სკოლიდან ასრულებდნენ, თუმცა ახლა სკოლა რემონტდება და კონკურსში სახლიდან ჩაერთნენ. ისინი ყოველ წელს მონაწილეობენ პროექტში.


ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება