სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებისთვის საინტერესო გამოცდილებაა“- ხონში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა
26-10-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შესაძლებლობების გამოვლენაზე ზრუნავს. ამჯერად, „ეტალონის“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის კონკურსები მიმდინარეობს. პროექტი ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში იმართება.

24 ოქტომბერს კონკურსის პირველი ეტაპი ხონის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. კონკურსის თანაორგანიზატორია ხონის მუნიციპალიტეტის მერია. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 27 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-ს სკოლების დირექტორები ესაუბრნენ.

რომან ჯაიანი, მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან მოგვწონს, ბავშვები უდიდესი ინტერესით ჩაერთნენ, მონდომება გამოიჩინეს და წარმატებასაც მიაღწიეს. აინტერესებდათ კითხვები, რომლებიც მართლაც კარგი და ასაკისთვის შესაბამისი იყო. ვფიქრობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებისთვის საინტერესო გამოცდილება იქნება. მინდა თითოეულ მოსწავლეს, რომელიც კონკურსში მონაწილეობდა, წარმატებები ვუსურვო. ტესტირების პროცესმაც ნორმალურად ჩაიარა.

კახა გიორხელიძე, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

კონკურსი ძალიან საინტერესო იყო, შესაბამისად, მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთნენ. ვფიქრობ, მსგავსი კონკურსები მათი მოტივირებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან, პირველ რიგში, სწავლასა და განვითარებას უწყობს ხელს. სკოლაში ბევრი მოსწავლე არ გვყავს და სულ 4 ბავშვი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ყოველ წელს ვერთვებით, რადგან მოსწავლეებს ძალიან აინტერესებთ.

შორენა კაკაბაძე, მოსე ხონელის სახელობის ქალაქ ხონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენ ამ ეტაპზე, სხვა სკოლის შენობაში ვიმყოფებით, ამიტომაც მოსწავლეებმა ტესტირება სახლებიდან გაიარეს. მათი ნაწილი მეორე ეტაპზე გადავიდა და კმაყოფილები არიან. პირადად მე, ამ კონკურსის შექმნის დღიდან, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ძალიან დიდი მხარდამჭერი ვარ. მაშინ სხვა სკოლაში ვმუშაობდი და იქ მსგავს კონკურსებს ვატარებდი ხოლმე. ზოგადად, ჩვენი მოსწავლეებიდან, ვინც „ეტალონში“ ერთვება, მეორე ეტაპზე ნახევარი მაინც გადადის. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვები დამოუკიდებლად მუშაობენ და ცოდნას ავლენენ. მე ჩემი მოსწავლეების მჯერა.

ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძე, აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მონაწილეობის შემდეგ, ჩვენი მოსწავლეები საკუთარი თავით კმაყოფილები იყვნენ. როდესაც ნახეს, რომ მეორე ეტაპზე გადავიდნენ, პასუხისმგებლობასთან ერთად, სიხარულიც იგრძნეს. იციან, რომ ახლა უფრო უნდა მოინდომონ და მეორე ეტაპისთვის ემზადებიან. ინტელექტ-ჩემპიონატი მეც ძალიან მომწონს, ბავშვებიც სიხარულითა და მონდომებით ერთვებიან. 

ნარგიზ ჩიქოვანი, ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

„ეტალონში“ მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, ისინი ძალიან მოტივირებულები იყვნენ. ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობები აინტერესებდათ, ისინი ამ კონკურსში ყოველ წელს მონაწილეობენ. რა თქმა უნდა, მსგავს კონკურსებში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის მამოტივირებელი და საინტერესოა. ზოგადად, ჩემი აზრით, როდესაც „ეტალონი“ დასწრებით ფორმატში ტარდებოდა, მოსწავლეები მაშინ თითქოს უფრო აქტიურები იყვნენ. ისე კი, ნებისმიერ ასეთ კონკურსსა და აქტივობას მივესალმები.


ასევე იხილეთ:

იხილეთ მეორე ეტაპის მონაწილეთა სია ბმულზე

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

თითოეულ აღსაზრდელს 30 000 ლარს სახელმწიფო გადაუხდის - სასამართლოს გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

5 პოპულარული პროფესიულ პროგრამა, სადაც ყველაზე მეტი სტუდენტი აბარებს

პიროვნება

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

VII-VIII-X კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატურად დატვირთული ნომრები, წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს ქრისტიანობის მნიშვნელობაზე

 

 

 

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება