სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონი“ მართლაც კარგი და ინოვაციური პროექტია“- ონის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა
25-10-2023
-
+


მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის წარმოჩენაზე ორიენტირებული საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის კონკურსები დაიწყო. პროექტი ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

24 ოქტომბერს კონკურსის პირველი ეტაპი ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. კონკურსის თანაორგანიზატორია ონის მუნიციპალიტეტის მერია. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 27 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-ს სკოლების დირექტორები ესაუბრნენ. 

დალი რაზმაძე, სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის დირექტორი:

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებში კონკურსით დაინტერესება ძალიან მაღალი იყო. ეს ინტელექტ-ჩემპიონატი ტრადიციულად გრძელდება. მსგავსი ღონისძიებები არამხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც საინტერესო და მოთხოვნადია. მათ სურთ, რომ თავიანთი შვილები ჩაერთონ და შესაძლებლობები გამოავლინონ. ამჯერადაც, როგორც გასულ წლებში, მოსწავლეებმა ძალიან იაქტიურეს. ვფიქრობ, კითხვები ასაკის შესაბამისია, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი კი სასკოლო საზოგადოებისთვის ავტორიტეტია. ყველა მიზეზის გათვალისწინებით, საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატში აქტიურად ვერთვებით, ამაში ხელს ტექნიკური ბაზაც გვიწყობს. ბავშვებმა ტესტები სკოლაშივე შეასრულეს, 3 კომპიუტერული კაბინეტი გვაქვს და მოსწავლეები გავანაწილეთ.

ნანული მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ერთვებიან, ასე იყო ამჯერადაც. ტესტირების პროცესი 10 საათიდან დაიწყო, ბავშვებმა დამოუკიდებლად იმუშავეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და მეორე ეტაპზე გადავიდნენ, რითვისაც ახლა ემზადებიან. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, მათთვის კითხვები ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ ძალიან მოტივირებული მოსწავლეები გვყავს, რომლებიც სხვადასხვა სახის ლიტერატურას აქტიურად ეცნობიან და ცოდნას იღრმავებენ.

მაია გრიგოლიშვილი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩვენს სკოლაში ძალიან ობიექტურად წარიმართა, ბავშვები დამოუკიდებლად მუშაობდნენ. ისინი მოტივირებულები იყვნენ და აღსანიშნავია, რომ მათთვის „ეტალონის“ ღონისძიებებში ჩართვა ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესოა. ტესტირების პროცესმა კი ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, მარტივად და კარგად ჩაიარა. მოსწავლეები ძალიან მონდომებულები იყვნენ.

ჟუჟუნა ლობჯანიძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში ბევრი ბავშვი არ გვყავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ კონკურსში თითოეული მათგანი საკუთარი სურვილით ჩაერთო. მე პირადად, როგორც სკოლის დირექტორს, ეს ინტელექტ-ჩემპიონატი ყოველთვის მომწონდა და ახლაც ასეა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და მოტივაციაც აიმაღლეს. ტესტირების პროცესი ობიექტურად მიმდინარეობდა, თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურად მუშაობდა.

რუსუდან მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩემი სკოლის მოსწავლეების ჩართულობა ნამდვილად მაღალი იყო. მათ იაქტიურეს და მოტივაციაც აიმაღლეს. მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეები ამ კონკურსში ყოველ წელს ასეთივე შემართებით მონაწილეობენ. რამდენიმე წლის წინ პირველადგილოსანიც გვყავდა. „ეტალონი“ მათ მოტივაციას აღვივებს, მეტის გაგებისა და ცოდნის გაღრმავებისკენ უბიძგებს. ჯანსაღი კონკურენციაც იყო, რა თქმა უნდა, მოსწავლეებს სურთ, რომ წარმატებას მიაღწიონ. ყველაფრის გათვალისწინებით, „ეტალონი“ ძალიან მომწონს, მაღალ დონეზე ვაფასებ და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს დიდ პატივს ვცემ.

ნუნუ ლობჯანიძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენ სკოლაში ცოტა ბავშვი გვყავს და „ეტალონში“ შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის, ფაქტობრივად, ყველა მოსწავლე ჩაერთო. ჩემი აზრით, საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატი შესანიშნავია პროექტია, სასკოლო საზოგადოებას ძალიან მოსწონს. ის მოსწავლეებს დამოუკიდებლობას აჩვევს და ყველა საგანში ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს. ჩემი მოსწავლეები ჩემპიონატში ყოველ წელს ერთვებიან, ახლა კი მეორე ეტაპისთვის ემზადებიან. აღსანიშნავია, რომ მათი თქმით, საკითხები ძალიან საინტერესო იყო და კმაყოფილები იყვნენ.

ანა მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის დირექტორი:

ყოველთვის ვაფიქსირებ, რომ „ეტალონის“ მიმართ ჩემი დამოკიდებულება ძალიან დადებითია და მართლაც კარგი და ინოვაციური პროექტია. ის ბავშვებში მაღალ მოტივაციას აღვიძებს. რაც შეეხება ჩართულობას, მე-8 და მე-9 კლასის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. ტესტირება, ფაქტობრივად, უპრობლემოდ გაიარეს. შედეგებითაც უკმაყოფილო არ ვარ, მეორე ეტაპზე ხუთივე გადავიდა. შემდეგი ტესტირებისთვის უკვე მზადება დაწყებულია. მოსწავლეებს სწავლის მიმართ მეტი ინტერესი გაუჩნდათ, ისინი ინტელექტ-ჩემპიონატში სისტემატიურად მონაწილეობენ, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლეც“ გვყოლია.

ეთერ ჩიკვილაძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბანის საჯარო სკოლის დირექტორი:

კონკურსი, მასწავლებლების მეთვალყურეობის ქვეშ, ობიექტურად წარიმართა. დილის საათებში დაიწყო, მოსწავლეებმა მონდომებით იმუშავეს და ორი მათგანი მეორე ეტაპზე გადავიდა, რისთვისაც ახლა ემზადებიან. „ეტალონის“ კონკურსი ძალიან მომწონს, სოფელში ვართ, ინტერნეტი ცოტა ჭირს, მაგრამ ბავშვებმა თავი მაინც გაართვეს. ჩემი აზრით, მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციისთვის აუცილებელია. როდესაც ბავშვებს „ეტალონის“ სიგელი ამოვუბეჭდეთ და გადავეცით, ძალიან გახარებულები იყვნენ.


ასევე იხილეთ:

იხილეთ მეორე ეტაპის მონაწილეთა სია ბმულზე

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

„გისურვებთ, რომ თქვენი მოთმინება და სიყვარული ყოველთვის გიბრუნდებოდეთ უდიდესი წარმატებითა და ბედნიერებით“

სპორტის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო  შეეფარდა - პროკურატურა საქმის დეტალებზე საუბრობს

სემესტრულად 250-ლარიანი სტიპენდია გაიცემა - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება