სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„მოსწავლე სწავლობს გუნდურობის დროს თავის როლს ამ წარმატებაში“ - ფოთის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა 
29-10-2023
-
+


„ეტალონი გუნდის“ ტიტულის მოსაპოვებლად ამჯერად, ერთმანეთს ქალაქ ფოთის სკოლები შეეჯიბრნენ.

მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, მოტივაციის გაზრდასა და სხარტი აზროვნების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტის - „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის ფარგლებში, ერთმანეთს ქალაქის მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრნენ. ჩემპიონატი ქალაქ ფოთში, დარბაზში „მონოპოლი“ გაიმართა.

20 კითხვის შემდეგ გამარჯვებულიც გამოვლინდა, პირველ ადგილზე გავიდა ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლა, გუნდის შემდეგი შემადგენლობით: მარიამ ხურცია (გუნდის კაპიტანი) - VII კლასი, ელენე ბუკია VII კლასი, დავით ზარანდია VII კლასი, ანასტასია ქოიავა VII კლასი, ანასტასია ლაბახუა VII კლასი.  გუნდა 77 ქულის მოპოვება 242 წამში მოახერხა.

                 

ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, ფოთის „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის, 28 გუნდი და 140 მოსწავლე ეჯიბრებოდა. გუნდურ ჩემპიონატს ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი etaloni.ge-სთან კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ საუბრობენ.

„წელს, „ეტალონის“ ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა, რაც ძალიან მომეწონა. საკმაოდ კარგი, დატვირთული პროგრამა იყო. ვფიქრობ, ესაა ის პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ბავშვების განვითარებისთვის. მოსწავლეთათვის გამარჯვება მოტივაციის მიმცემი გახდა, რათა შემდგომში კიდევ მიიღონ მონაწილეობა პროექტებში. ასევე, მერიის მხრიდან იყო პრიზი -  მუნიციპალიტეტიდან გამარჯვებული გუნდის ხუთივე წევრს საცურაო აუზის აბონემენტი გადაეცემა, რამაც ბავშვებს მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა“, - განაცხადა მერიის კულტურის და სპორტის სამსახურის წარმომადგენელმა, ნონა სილაგავამ.

„ეტალონის“ პროექტში ფოთის სკოლის მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ. მათი ჩართულობა საკმაოდ მაღალია. პროექტი ამჯერად, ფოთის მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეთათვის ჩატარდა. სულ 13 სკოლის 26 გუნდი მონაწილეობდა. თითო სკოლიდან 2-2 გუნდი იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ 1-ელი და მე-2 ადგილი ფოთის N5 საჯარო სკოლამ დაიკავა. მოტივაცია მოსწავლეებში იყო საკმაოდ მაღალი. ძალიან კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული. ჩემპიონატისთვის ბავშვები ემზადებოდნენ და კითხვების ის ჩამონათვალი, რომელიც იყო წარმოდგენილი მათთვის უცხო არ ყოფილა. მოსწავლეებს ცოდნის წარმოჩენის შესაძლებლობა ჰქონდათ. ბავშვებს ამ გამარჯვებამ დიდი სიხარული მიანიჭა და მოტივაცია აუმაღლა, ამიტომ ყოველთვის მოხარულები იქნებიან, ჩაერთონ ამ პროექტში. რაც შეეხება განახლებულ ფორმატს, ძალიან მომეწონა. ძირითადად ინდივიდუალურად ტარდებოდა, გუნდურად ჩატარება ვფიქრობ, ბევრად კარგია, რადგან გუნდურობის პრინციპი „მომგებიანია“ - მოსწავლე სწავლობს არა მარტო პირად პასუხისმგებლობას, არამედ გუნდურობის დროს თავის როლს ამ წარმატებაში“, - ამბობს ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია.

მოსწავლეთა სიხარულს მთელი სასკოლო საზოგადოება იზიარებს. სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ პროექტი ბავშვებს ახალი უნარების შეძენაში დაეხმარა.

„ეტალონის“ ჩემპიონატის განახლებული ფორმატი ძალიან მოგვეწონა. უფრო ბევრი ბავშვის ჩართვის შესაძლებლობა მოგვეცა. მოსწავლეებმა გუნდური უნარები წარმოაჩინეს. ისეთი მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები გვყავდა, რომ დღეს, უკვე სიამაყით შემიძლია ვთქვა, ამ გამარჯვებას ველოდით. ბავშვები ძალიან გახარებულები არიან. ასევე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, ვფიქრობ მოსწავლეთათვის მოტივაციის მიმცემია, მათ საშუალება ეძლევათ ცოდნა წარმოაჩინონ და ახალი უნარები შეიძინონ“, - განაცხადა ფოთის N5 საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო კილასონიამ

               

etaloni-ge-ს გამარჯვებისგან გამოწვეული ემოციები გუნდის კაპიტანმა მარიამ ხურციამ გაუზიარა.

„სიმართლე რომ გითხრათ თავიდან გამარჯვებას არ მოველოდით, რადგან ბევრი სირთულე შეგვხვდა, მაგრამ საბოლოოდ ეს შევძელით. კითხვებს ძალიან სწრაფად ვპასუხობდით, როცა გამოგვაცხადეს სამეულში ძალიან გაგვიხარდა. ეს ჩვენთვის დიდი პატივი იყო, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვფიქრობდით, რომ 1-ელ ადგილს დავიკავებდით. როცა გამარჯვებულად გამოგვაცხადეს ჩვენი სიხარული იყო უსაზღვრო. ყველანი გახარებულები ვიყავით. „ეტალონის“ განახლებულ ფორმატს რაც შეეხება, ჯგუფური თამაში ძალიან მოგვეწონა. ამავდროულად გუნდის კაპიტანი ვიყავი, რაც ორმაგი პასუხისმგებლობაა. თავიდან ძალიან დავიძაბე და შემეშინდა, მაგრამ შემდეგ როცა გავედით შეჯიბრებაზე მივხვდი, რომ არც ისე რთული ყოფილა, თუმცა ვალდებულება მაინც გაკისრია... ძალიან ამაყი ვიყავი, რომ ჩემს გუნდს დავეხმარე და შევძელი კარგი კაპიტანი ვყოფილიყავი. გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შემმატა, საკუთარ შესაძლებლობებში ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, რაც შემდგომ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობის მიღებას გამიმარტივებს“, - აღნიშნავს გუნდის კაპიტანი მარიამ ხურცია.


ღონისძიების სრული ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე


ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 






კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პირველი, ქართულის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება“ - NAEC-ის ხელმძღვანელი ვადას ასახელებს

რა საკითხები შეხვდათ მასწავლებლებს ქართულის გამოცდაზე - NAEC გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კლუბს სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი სოფია შენგელია უხელმძღვანელებს

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება