სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

ხულოს მუნიციპალიტეტის „ეტალონის გუნდი“ გამოვლინდა
24-10-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის „ეტალონის გუნდური ჩემპიონატის“ გამარჯვებული ცნობილია. 23 ოქტომბერს ჩემპიონატი ხულოს დრამატულ თეატრში გაიმართა. პირველობისთვის კი ერთმანეთს 29 სკოლის 145 მოსწავლე ეჯიბრებოდა.

ხულოს „გუნდური ჩემპიონატის“ ფარგლებში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრნენ.

„ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ მიმდინარეობისას, მონაწილეებს ტრადიციულად ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ამხნევებდნენ და გულშემატკივრობდნენ. მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის უფროსმა, ბადრი მელაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ედუარდ მიქელაძემ. თითოულმა მათგანმა ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ასეთი ღონისძიებები დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა უნარების განვითარებაზე და დადებით როლს თამაშობს მოტივაციის ამაღლებაზე, ამიტომაც ახლგაზრდებს პროექტში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდეს.  


„ეტალონის“ განახლებული, გუნდური ფორმატის ღონისძიება ცოდნის ზეიმი იყო მოსწავლეებისთვის, რომლებიც ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში ეჯიბრებოდნენ და ცდილობდნენ უპირატესობა სხვადასხვა სტრატეგიით მოეპოვებინათ. შეჯიბრის მოუხედავად გუნდურმა ჩემპიონატმა ხულოს მოსწავლეები გააერთიანა და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მონაწილეებზე. მათი გულწრფელი ემოციები სიხარული, აღფრთოვანება კი დამსწრე საზოგადოებასაც დიდხანს ემახსოვრება.

20 კითხვის შედეგებით კი ხულოს სამეული გუნდიც გამოვლინდა: 

პირველი ადგილი 90 ქულით მოიპოვა ბეღლეთის საჯარო სკოლის გუნდმა, რომელსაც VII კლასის მოსწავლე ლიზი ართმელაძე უძვებოდა. გუნდის შემადგენლობა კი ასეთია: ირაკლი ართმელაძე - VII კლასი, რეზი ართმელაძე - VI კლასი, ლუკა შავაძე VI კლასი და საბა კახაძე VI კლასი.   
 

მეორე ადგილი 70 ქულით მოიპოვა ოქრუაშვილების საჯარო სკოლის გუნდმა, რომლის კაპიტანიც VII კლასის მოსწავლე თომა შავაძე იყო. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: ნათია ბაშიძე - VII კლასი, ლუკა აბაშიძე - VI კლასი, ანა სოლომონიძე - VI კლასი, ბექა კოჩალიძე - VII.        

მესამე ადგილზე კი 65 ქულით ხულოს საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომლის კაპიტანი იყო - ანდრეა ჯაყელი VI კლასის მოსწავლე, გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: ლაშა ბოლქვაძე - VI კლასი, ანანო ზოიძე - VI კლასი, თამაზ ქედელიძე - VII კლასი, გიორგი თავართქილაძე - VII კლასი. 

აღსანიშავია რომ ჩემპიონატში 65 ქულა დააგროვა უჩხოს საჯარო სკოლის გუნდმაც, თუმცა მას ხულოს საჯარო სკოლამ დროის შედეგით აჯობა. თუკი ხულოს სკოლის გუნდმა 65 ქულის მოგროვება 326.37 წამში შეძლო, ხულოს სკოლის გუნდმა იგივე ქულები რამდენიმე წამით ადრე 205.72 წამში მოაგროვა, შესაბამისად მესამე ადგილიც სწორედ მათ დაიკავეს.         

ღონისძიების დასასრულს სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

ღონისძიების სრული ფოტომასალა იხილეთ ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება