სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

''ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს სიყვარულის ჟანგბადი მივაწოდოთ'' - ოჯახის ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს
24-03-2017
-
+


რა რჩევებს აძლევს მშობლებს ოჯახის ფსიქოლოგი ოლგა ლისოვა-ბოროდინა.

„დავაკვირდეთ, რამდენჯერ გამოავლინა უფალმა მრისხანება, როცა იხილა ადამიანური უსამართლობა. მარტოოდენ თავისი ქადაგების სამი წლის განმავლობაში: ტაძარში მოვაჭრეებთან, უნაყოფო ლეღვის ხის მაგალითით შემგონებლურად და ადამიანთა მიმართ, როცა უთხრა: „ ჰოი, ნათესავი ურწმუნოჲ და გულარძნილი! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა და თავს-ვიდებდე თქუენსა?» (ლკ. 9: 41).  

ყველა დანარჩენ შემთხვევაში მან განკურნა, დააპურა, დაამშვიდა, ასწავლა, მიუტევა, გაახარა და სასწაულები აღასრულა. მრავალი იტყვის: ის ხომ უფალია! ეს მიუღწეველი სიმაღლეა! დიახ, ეს ასეა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, რომ თუნდაც ერთი რომელიმე მეასედი ავიღოთ და წესად გავიხადოთ.  

უბრალოდ, ნაკლებად გავღიზიანდეთ, გავბრაზდეთ, უფრო მეტად კი გავამხნევებდეთ, ვამშვიდებდეთ, ვახარებდეთ. ხშირად გამოვავლინოთ სიბრძნე და ლმობიერება. ჩვენი ყურადღება გავამახვილოთ ნათელ მხარეებზე, ბავშვში არსებულ ღმრთის ხატებაზე, ვხარობდეთ მათი კარგი თვისებების გამოვლინებაზე. 

კონფლიქტის დროს ხშირად გადავერთოთ უფრო ნათელ, ბრძნულ მხარეზე და ჯიუტად ნუ მოვახდენთ კონცენტრირებას ნეგატიურ მხარეებზე, იმაზე, რომლის გამომწვევ მიზეზებთან ბავშვს ჯერაც არ ძალუძს გამკლავება. გადაღლილი ბავშვის ემოციები თამაშზე გადავიტანოთ, მივცეთ დასვენების, გასეირნების, კითხვის საშუალება. თუკი პრობლემა მეტად სერიოზულია, ერთად წავიდეთ ტაძარში, ვილოცოთ და ძალიან ხშირად ბავშვის ამგვარ გადართვას სხვა მიმართულებით მისთვის სიმშვიდე, მორჩილება მოაქვს. 

ძალიან მნიშვნელოვანია სიყვარულის ჟანგბადი მივაწოდოთ, ვილოცოთ და მხიარული დამოკიდებულება გამოვავლინოთ! ახლახან წმინდანად შერაცხულ ბერ პაისს ამგვარი მაგალითი მოჰყავს: «მშობლებმა, რამდენადაც მათ ძალუძთ, ბავშვებს უნდა აუხსნან სიკეთე გულთბილად, სიყვარულითა და გულისტკივილით. მახსოვს ერთი დედა, რომელმაც ნახა რა, რომ შვილი ცუდად იქცეოდა, თვალცრემლიანმა უთხრა: „არ გააკეთო ეს, ჩემო ოქრო ბავშვო."  

ამგვარი მაგალითით მისმა შვილებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა აერიდებინათ თავი სიძნელეებისათვის, არ შეშინებოდათ წინააღმდეგობებისა."

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება