სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

საშემოდგომო ღონისძიებები სკოლებში - რა ტიპის აქტივობები იმართებოდა შარშან და რა შეიძლება გააკეთოთ წელს?
21-10-2023
-
+


ოქტომბრის დადგომასთან ერთად, სკოლებში საშემოდგომო ღონისძიებებისთვის მზადებაც იწყება. შემოდგომის ორი თვე - ოქტომბერი და ნოემბერი სასკოლო აქტივობებით ნამდვილად დატვირთულია. მასწავლებლები მოსწავლეებს წელიწადის ამ დროის შესახებ ინფორმაციას აცნობენ, თემატურ სტენდებს აწყობენ და ზეიმებს აორგანიზებენ. 

საინტერესოა, თუ რა სახის ღონისძიებები გაიმართა შარშან საქართველოს სკოლებში. ამის შესახებ მათ ინფორმაცია etaloni.ge-ზე განათავსეს. მრავალრიცხოვანი „ნიუსებიდან“ კი, ჩვენ მაგალითისთვის რამდენიმე სკოლას მოვიყვანთ. 

შარშანდელი შემოდგომა კვირეულებით, გამოფენებით, თემატური გაკვეთილებითა და გასვლითი აქტივობებით დატვირთული იყო. მაგალითად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლაში საშემოდგომო კვირეული გაიმართა. მის ფარგელბში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა, რომლის მიმდინარეობაშიც სასკოლო საზოგადოება დიდი ხალისით ჩაერთო.

საქართველოს სხვადასხვა კუთხე თბილისის N143 საჯარო სკოლის ეზოში გამართულ საშემოდგომო გამოფენა-გაყიდვაზე ამავე სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობებით წარადგინეს. ღონისძიებამ - „შემოდგომა საქართველოში“, სასკოლო საზოგადოებაზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. 

საშემოდგომო აქტივობების მიმდინარეობაში სკოლებში პირველი კლასის მოსწავლეებიც მონდომებითა და ხალისით ერთვებოდნენ. მაგალითად, ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომის მრავალფეროვნებაზე ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს და იმღერეს. აღსანიშნავია, რომ მთელ კლასში შემოდგომის „სურნელი“ იგრძნობოდა, განწყობა კი ნამდვილად ამაღლებული იყო. 

სკოლებში განხორციელებული აქტივობებიდან ერთ-ერთი პოპულარული ნახატების გამოფენა იყო. მოსწავლეები თავიანთი თვალით დანახულ შემოდგომას საღებავების საშუალებით ხატავდნენ. მაგალითად, თბილისის N127 საჯარო სკოლაში თემაზე - „შემოდგომა“ სწორედ მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო.

რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, სკოლებში საშემოდგომო აქტივობების სეზონი უკვე დაწყებულია. ამიტომაც, ჩვენ წყაროსგან მოვიძიეთ ინფორმაცია და გთავაზობთ იდეებს, როგორ გაამრავალფეროვნოთ ამ თემატიკის ღონისძიებები. 

  • ხელნაკეთი ნივთების დამზადებაში კონკურსი ჩაატარეთ - მოსწავლეებს მოუწოდეთ, რომ ისეთი ნივთები დაამზადონ, რაც მათთვის შემოდგომასთან ასოცირდება. 
  • კონოჩვენება მოაწყვეთ - ბავშვებისთვის ფილმებისა და მულტფილმების ყურება ერთ-ერთი საყვარელი გასართობია, ამიტომაც ერთგვარი „კინოს საღამო“ მოაწყვეთ და მოსწავლეებს თემატური, შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის ფილმები შესთავაზეთ, 
  • მოსწავლეებს ნოველები დააწერინეთ - ბავშვების შემოქმედებითი შესაძლებლობები გასაძლიერებლად და მათი ფანტაზიის უნარის გამოსავლენად, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ესსეების დაწერაა. სამუშაო პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესოა, მათ შესაძლოა საკუთარ თავში ახალი უნარებიც აღმოაჩინონ. 
  • თამაშები - იმისთვის, რომ მოსწავლეები აქტივობებში ჩართულები იყვნენ, სასურველია, რომ სხვადასხვა თამაში შესთავაზონ. მაგალითად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შემოდგომის ნობათის ფოტოები აჩვენეთ და სთხოვეთ მათი სახელები უცხო ენებზე დაასახელონ. ასევე, თქვან კიდევ რომელი ხილისა თუ ბოსტნეულის სახელი იწყება იმავე ასოზე. 
  • საკლასო სივრცის მორთვა - მოსწავლეები თუ საკუთარი საკლასო ოთახის მორთვაზე იზრუნებენ და კლასს თავიანთი გემოვნებით მოაწყობენ, ბევრად უფრო ჩართულები იქნებიან. მათთვის საშემოდგომო ღონისძიებები უფრო საინტერესო და სახალისო გახდება. 
მასწავლებლებს ამ და სხვა მსგავსი აქტივობებით, საშემოდგომო ღონისძიებების გამრავალფეროვნება შეუძლიათ. ზეიმებისთვის სამზადისში ჩართვა კი, მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება