| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ანბანს სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ.
პედაგოგები მათ სასწავლო მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და წარმტაც სასწავლო პროცესს სთავაზობენ. ამჯერად, პირველკლასელებმა დირექტორის - ნინო ზაქარაიას შეთავაზებული აქტივობა შეასრულეს, რომელიც მათთვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. პატარებმა ორიგინალური ასობგერები შექმნეს, რომელიც თავადვე დააგემოვნეს.
„ჩემი „პირველების“ „ანბანეთში“ მოგზაურობის მეორე დღე. ნინო მასწავლებლის შემოთავაზებულ აქტივობას პატარებმა კარგად გაართვეს თავი. ბავშვებმა ორიგინალური ასობგერები შექმნეს, რას არ ნახავდით აქ. ა-სა და ი-ს ფორმის პურებს, ორცხობილებს და სულუგუნსაც კი, რაც შესვენებაზე სიამოვნებით დააგემოვნეს. დიდად კმაყოფილები და ნასიამოვნები დარჩნენ პატარები ამ აქტივობით, რისთვისაც დიდი მადლობა ქალბატონ ნინო ზაქარაიას“,- აღნიშნავს პედაგოგი ლალი კვარაცხელია.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ