სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

დაბალი ნიშანი სწავლის მოტივაციას ზრდის თუ ამცირებს მოსწავლეებში? - რას ამბობენ უცხოელი მკვლევარები 
22-10-2023
-
+


შეფასება მოსწავლეების მოტივაციისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. საინტერესოა, როგორ მოქმედებს დაბალი ნიშანი მოსწავლეზე? - ხშირად, სწორედ მიღებული ქულა განაპირობებს მათი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას ან პირიქით - გაუარესებას. 

ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია, შესაბამისად ყველა მათგანს თავისებური მიდგომა სჭირდება. ზოგოსთვის ცუდი ნიშანი სტიმულის მიმცემია - ჯიუტად გამოასწოროს ის და დაამტკიცოს, რომ უკეთესს იმსახურებს და ზოგისთვის ეს მოტივაციის ჩამხშობია - ფიქრობს, რომ უკეთ გაკეთება არ შეუძლია. 

მოსწავლეების შეფასებისას, ისევე, როგორც ყველგან, ოქროს შუალედის დაცვა აუცილებელია. ხშირად, მათ წახალისება სჭირდებათ, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ შეფასება ობიექტურად მოხდეს. ამ შემთხვევაში კი, მასწავლებლების დილემის წინაშე აღმოჩნდებიან. 

როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლე ობიექტურად და ამავდროულად წაახალისოს ის? 

უცხოელი მკვლევარები ფიქრობენ, რომ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს უნარი წინასწარ ამოიცნონ მათი ქმედების შედეგები და შეფასება სწორედ ამის მიხედვით გააკეთონ, გამონახონ მოსწავლეებთან საერთო ენა და დაუძლეველი საკითხი, მათთან ინდივიდუალურად გაიარონ. 

შექება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოტივაციის ამაღლებისთვის, ამიტომ მასწავლებლებმა მოსწავლეების ძლიერ მხარეები თუ დადებით თვისებები აუცილებლად უნდა აღნიშნონ. ასევე მნიშვნელოვანია კრიტიკა, მხოლოდ მკაცრად გაკონტროლებული ტონით, რადგან მოსწავლე არ დაიძაბოს და ამან, მასზე უარყოფითად არ იმოქმედოს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება