სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, ეტალონი

მარტვილის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
07-10-2023
-
+


5 ოქტომბერს კერძო სკოლაში „სხივი“ მარტვილის სასკოლო საზოგადოება „ეტალონის გუნდური ჩემპიონატის“ გარშემო გაერთიანდა. 

მარტვილის „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ერთმანეთს 35 სკოლის მე-6 და მე-7 კლასის 175 მოსწავლე ეჯიბრებოდა. გუნდურ ჩემპიონატს ესწრებოდნენ მარტვილის ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლები. მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს და მათდამი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მაკა გულორდავამ. 

კითხვებს გაფაციცებით უსმენდნენ და შემდგომ 30 წამის განმავლობაში სწორი პასუხის მოსაძიებლად მსჯელობდნენ მარტვილელი მოსწავლეები. „ეტალონის“ ავტორსა და უცვლელი წამყვანთან გოჩა ტყეშელაშვილთან კი გუნდის კაპიტნები შერჩეული პასუხის არჩევანის ლოგიკას ხსნიდნენ. მოსწავლეებისთვის „ეტალონის“ ახალი ფორმატი იმდენად საინტერესო და მამოტივირებელი აღმოჩნდა რომ მადლობის სიტყვებს არ იშურებდნენ პროექტისა და მის განხორციელებაში ჩართული მერიისა და რესურსცენტრის მიმართ. 


ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

20 კითხვის დასასრულს კი საპრიზო ადგილის მფლობელი სამი გუნდიც გამოვლინდა: პირველ ადგილზე გავიდა მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლა, გუნდის შემდეგი შემადგენლობით: ლუკა ჯომიდავა VII კლასი, ნიკუშა ჯანაშია VII კლასი, ელენე ბასილაია VI კლასი, ქეთევან თოდუა VI კლასი, ლიზი ჯანაშია VI კლასი. მათ 62 ქულით პირველობის მოპოვება 264 წამში შეძლეს. იგივე, 62 ქულა დააგროვა ლედგებეს საჯარო სკოლის გუნდმაც, თუმცა მათ ამისთვის მეტი დრო - 325 წამი დასჭირდათ. ლედგებეს გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: მარიამ ცაავა VII კლასი, მარიამ  ბერიშვილი VII კლასი, თადო  სიორდია VII კლასი, ნიკოლოზ  ხაინდრავა VI კლასი და რატი ფარულავა VI კლასი. 

60 ქულით მესამე ადგილი მოიპოვა მარტვილის N1 საჯარო სკოლის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით: ნიკოლოზ ჯოჯუა VII კლასი, ნიკოლოზ მონიავა VII კლასი, საბა ჟორდანია VII კლასი, დათა გაბისონია VII კლასი და ელენე ნემსაძე VII კლასი. 



ღონისძიება ტრადიციულად, საქართველოს ჰიმნის გაჟღერებითა და გამარჯვების ერთიანი შეძახილებით დასრულდა, თუმცა ყველა იქ მყოფთაგანი კიდევ ერთხელ შეთანხმდა, რომ „ეტალონის“ ღონისძიებების ადგილზე ჩატარების ტრადიცია მარტვილში კვლავ უწყვეტად უნდა გაგრძელდეს. ასე, რომ მომავალ შეხვედრამდე...

ღონისძიების ფოტოალბომის სრულად სანახავად გადადით ბმულზე. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება