სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, ეტალონი

მარტვილი „ეტალონის გუნდურ ჩემპიონატს“ მასპინძლობს
05-10-2023
-
+


მარტვილში, კერძო სკოლა „სხივში“ „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ მიმდინარეობს. „მარტვილის ეტალონი გუნდის“ ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 35 სკოლის 175 მოსწავლე ეჯიბრება. 

ღონისძიებას ტრადიციულად ესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. შეჯიბრს კი „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. 

დამსწრეები ამჯერად „ეტალონის“ განახლებული ფორმატის მონაწილეებს გულშემატკივრობენ და ელიან გამარჯვებული სამეულის გამოვლენას. ღონისძიების მსვლელობისას სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

კონკურსში ადგილობრივი სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ეჯიბრებიან. თითოეული მათგანი კონკურსზე 5 მოსწავლიანი გუნდითაა წარმოდგენილი.

მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს და „ეტალონის“ მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მაკა გულორდავამ. 

ღონისძიება მარტვილელი მოსწავლეების ჩვეული აქტიურობისა გუნდური მსჯელობის ფონზე მიმდინარეობს. გამარჯვებული გუნდი კი 20 კითხვის შედეგად, ყველაზე მაღალი ქულის მოპოვების პრინციპით გამოვლინდება. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება