| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას მეტად საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. პედაგოგები სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას ყოველდღიურად ცდილობენ და მოწაფეებს სხვადასხვა სასწავლო მეთოდს, რესურსსა თუ აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, ინგლისურის მასწავლებელმა - სოფიო თაბაგარმა, მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად, განახორციელა პროექტი Who am I? (ვინ ვარ მე?).
ბავშვებმა შეავსეს ინფორმაცია საკუთარ თავზე (სახელი და გვარის გარდა) და ჩააკრეს პატარაობის ფოტოები. მასწავლებლებს და მოსწავლეებს კი უნდა ამოეცნოთ ვინ-ვინ იყო.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. ბავშვებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი, ახალი შეიმეცნეს და ეს ყველაფერი დიდი სიამოვნებით გააკეთეს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა