სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მენატრება აფხაზეთი“- შრომის საჯარო სკოლაში ლიტერატურულ- მხატვრული კომპოზიცია გაიმართა
02-10-2023
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს. 

გაიმართა ღონისძიება - ლიტერატურულ- მხატვრულ კომპოზიცია „მენატრება აფხაზეთი“, რომელიც ლიტერატურული სალონის ხელმძღვანელმა, სკოლის დირექტორმა - რუსუდან ცეცხლაძემ და მე-10 კლასის მოსწავლეებმა - ავთო ჩხიტუნიძემ და ავთო ხომერიკმა მოამზადეს.

სიმღერები ანსამბლმა „ოცნებამ“, ნინო ჩხაიძის ხელმძღვანელობით, შეასრულა. მონაწილეებმა ლიზი ხვედელიძემ, ანანო ჯაბუამ, ლუკა ხომერიკმა, საბა კაჭარავამ, ზურაბ გორგაძემ, მალხაზ ჩხაიძემ, გიორგი ხომერიკმა, ნინო გიორგაძემ, მარიამ გიორგაძემ, მარიამ კალანდაძემ, გიგი დევაძემ, მარიამ ბარბაქაძემ, კამო ხითარიანმა, ლიკა გაგუამ, ბექა დიასამიძემ, ვლადიმერ კუბუსიძემ, თათია გულიაშვილმა, ლუკა ცინარიძემ, სანდრო ჯაბუამ, ლინდა ქათამაძემ და ნათია ცირდავამ წაიკითხეს ესსეები, მოგონებები, ლექსები, ჩანახატები აფხაზეთის ოკუპაციასა და გენოციდზე. 

ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა. 

„სკოლაში არამხოლოდ დროშა დავუშვით ჩვენი დიდი ტკივილისა და გლოვის ნიშნად, ღონისძიებაც სახელდახელოდ მოვამზადეთ. მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ ლტოლვილებზე, ვინც დღესაც წუხან ჩვენი ქვეყნის ამ ავბედით დღეზე - 27 სექტემბერზე ... კვლავ ფიქრობენ და სწამთ, რომ საქართველოს ამ ძირძველ კუთხეს დაუბრუნდებიან“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

როდის მრგვალდება მოსწავლის ქულა მთელის სიზუსტით და როდის არა

საბაზო საფეხური წარჩინებით 14 600-მა მოსწავლემ დაამთავრა - ბიუჯეტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
„მადლობა, თითოეულ მოსწავლეს ამ ლამაზი და შინაარსიანი საღამოსთვის“
 
მარიამმა დამაჯერებლად გააცნო საერთაშორისო აუდიტორიას ქართული კულტურა და დამწერლობის ისტორია
 

გორელოვკის N2 საჯარო სკოლა​ში თარიღს გამორჩეულად გამოეხმაურნენ

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება