| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მასწავლებლებმა მოსწავლეებისთვის საინტერესო ნომერები მოამზადეს, მათთვის იცეკვეს და იმღერეს. პედაგოგებს სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მაისურები ეცვათ. მათ საყვარელ მოსწავლეებს მართლაც გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს.
აღსანიშანავია, რომ თავის მხრივ, საზეიმოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. ღონისძიებაზე მიწყვეული იყვნენ ანიმატორებიც.
დიდი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ.
„მოსწავლეებისთვის ამღერებული და აცეკვებული მასწავლებლები! პედაგოგების შესრულებული ორიგინალური და ულამაზესი სიმღერითა და ცეკვით, საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილი მაისურებით დაიწყო 15 სექტემბრის საზეიმო დილა ხონის N2 საჯარო სკოლაში“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა