სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ 
25-09-2023
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ცოტნე ტერუნაშვილი, მანანა ტერუნაშვილი, ლიზი ტიელიძე და ანა იჩქითი, რომლებმაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს, კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი ჯილდო წარჩინებულ მოსწავლეებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა რამაზ შიოშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა გადასცეს.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება. წელს კომპიუტერით გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 300 მოსწავლე დასაჩუქრდა.

სკოლის დირექტორი და პედაგოგები მოსწავლეებს ამ წარმატებას​ დიდი სიხარულით ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება