| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა.
მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების დასახვედრად სკოლის დირექცია განსაკუთრებულად მოემზადა. მოსწავლეებმა სკოლის კარი ზარ-ზეიმით შეაღეს და ჟრიამულით გააცოცხლეს ფერადი გარემო.
საქართველოს ჰიმნის ფონზე აღიმართა ეროვნული დროშა. სკოლის დირექტორმა, მაია ჩაჩხიანმა სასკოლო საზოგადოებას მიმართა, სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ბედნიერი და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა, პირველკლასელებს კი ცოდნის ტაძარში პირველი ნაბიჯები დაულოცა.
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„ალპანის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას სიხარულით, მოლოდინით, იმედით და მომავლის რწმენით...სავსე კადრებით! მომავალო, ალავერდი შენთან ვართ!...“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ