| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე იზრუნეს და მათ სადღესასწაულოდ მორთული სკოლა დაახვედრეს.
სასწავლო პროცესი საქართველოს ჰიმნის ფონზე, ეროვნული დროშის აღმართვით დაიწყო.
სკოლის კარი საზეიმოდ შეაღეს პირველკლასელებმა, მათ დირექციამ და პედაგოგებმა ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯები დაულოცეს და სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცეს. პატარებს საზეიმოდ გადაეცათ ბუკები და სახელმძღვანელოები.
სკოლის დირექტორმა - ნადიმ ხოზრევანიძემ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ნაყოფიერი და წარმატებული აკადემიური წელი უსურვა.
„კოხტის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ნაყოფიერ, მშვიდობიან, წარმატებებით დახუნძლულ მოღვაწეობას გისურვებთ ყველას!“,- ვკითხულობთ სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ