| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
15 სექტემბერს, მოსწავლეებმა სკოლის კარი ჟრიამულით შეაღეს და სასწავლო პროცესს ხალისით დაუბრუნდნენ, ამაზე კი სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს და ბავშვებს სადღესასწაულოდ მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს.
განსაკუთრებით ემოციური იყო სწავლის პირველი დღე პირველკლასელებისთვის, მათ კუთვნილი ბუკები და სახელმძღვანელოები საზეიმოდ გადაეცათ. დირექციამ და პედაგოგებმა პატარებს ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯები დაულოცეს და ბედნიერი და ნაყოფიერი სასკოლო ცხოვრება უსურვეს.
სასკოლო საზოგადოებამ სასწავლო პროცესის განახლება ერთად იზეიმა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ