| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვება, სადაც წარმატებას აღწევს.
ამჯერად, მან მორიგ წარმატებას მიაღწია - განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა.
დირექტორი, ჯეიმს საერთაშორისო სკოლასთან მონდომებით თანამშრომლობდა. მისი ეს თავდაუზოგავი შრომა და ძალისხმევა, რომელიც გლობალური განათლების წინსვლისთვის გასწია, შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ჯეიმსიან ედუ ლიგის ელჩი გახდა.
აღნიშნულ წარმატებასთან დაკავშირებით, მან უცხოელი კოლეგისგან მისალოცი წერილი მიიღო.
„მინდა, გულითადად მოგილოცოთ ჯეიმსიან ედუ ლიგის ელჩობა! საერთაშორისო სკოლასთან, თქვენი თანამშრომლობა, თავდადება და გლობალური განათლების წინსვლისთვის გაწეული ძალისხმევა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამ კეთილშობილური საქმის ერთგულება დასაფასებელია, სწორედ ასეთი კოლექტიური მცდელობებით შეგვიძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთ განათლების სფეროზე. გისურვებთ, წარმატებებს თქვენს საქმეში, რათა ხელი შეუწყოთ განათლების ხარისხის გაუმჯობესებას“, - ვკითხულობთ წერილში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ