სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სახალისო ლექსები წუთშესვენებისთვის - აქტივობები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის
25-09-2023
-
+


იმისთვის, რომ გაკვეთილი საინტერესო და ხალისიანი იყოს, პედაგოგები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პირველკლასელებმა არ იგრძნონ დაღლა, რისთვის არსებობს ე.წ. წუთშესვენებები, როდესაც ისინი მარტივ სავარჯიშოებს ასრულებენ და დაღლაც ნაკლებად შესამჩნევი ხდება.

etaloni.ge გთავაზობთ რამდენიმე ლექსს, რომლებიც პედაგოგებს „წუთშესვენების“ დროს დაეხმარება, პატარებმა რამდენიმე სავარჯიშო ხალისით შეასრულონ:

****

ეს მარჯვენა ხელია,                                                

ეს მარცხენა ხელია,

მოდი ერთად ვიხტუნაოთ

აბა დელი დელია!

თავი მარჯვნივ,

თავი მარცხნივ,

ვაბაკუნოთ ფეხები...

ტაშს დავუკრავთ ხელებით .

ჩავჯდეთ,ავდგეთ,

ჩავჯდეთ,ავდგეთ,

ვიხტუნაოთ მაღლა, მაღლა,

არ დაგვეტყოს არვის დაღლა

ავხტეთ დავხტეთ,

ავხტეთ დავხტეთ ,

და სამ თვლაზე

ყველა ვისხდეთ

ჩვენ ჩვენს სკამზე.

****

ერთი, ორი - ფეხზე ვდგებით,

სამი, ოთხი - მაღლა ვხტებით,

ხუთი, ექვსი - ვტრიალდებით,

შვიდი, რვა - ვიმალებით,

ცხრა და ათი - ვიმართებით

****

წერით ხელი დაგვეღალა,

მოდით ერთად დავცხოთ ტაში,

წერაც გვიყვარს, კითხვაც გვიყვარს,

ვერვინ გვჯობნის უკუ თვლაში,

****

ერთი თავი, ცხვირიც ერთი,

ორი ხელი, ფეხიც ორი,

სამი კუთხე სამკუთხედს აქვს,

ოთხი ფეხი ორრქა ძროხას, 

ხუთი თითი ხელს აბია,

ექვსი ფეხი ჭიანჭველას,

შვიდი ფერით ცისარტყელამ

მოაწონა თავი ყველას.

რვა ყური აქვს ოთხ ბაჭიას,

ცხრა თავი კი ზღაპრის დევკაცს,

სულ ათებზე თუ ვისწავლით

გავახარებთ ირგვლივ ყველას! 



 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება