სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდუბნის საჯარო სკოლა 2023-2024 სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით იწყებს
14-09-2023
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს კეთილმოწყობილ გარემოში განაახლებენ. 

სკოლა ახალ, 2023-2024 სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით იწყებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობითა და დაფინანსებით სკოლაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ დარბაზს, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა და გარემონტდა ყველა საკლასო ოთახი, სამასწავლებლო.

სკოლის დირექტორი გულო სულამანიძე მადლობას უხდის ყველას, ვისაც სკოლის კეთილმოწყობაში მიუძღვის წვლილი 

უღრმესი მადლობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას, გუნდის თითოეულ წევრს ეფექტური საქმიანობისთვის, მიზანდასახული და გულისხმიერი ურთიერთობისთვის. სასკოლო საზოგადოების სახელით, განსაკუთრებული მადლობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ მანუჩარ რობაქიძეს იმისათვის, რომ მის სიტყვას ყოველთვის მოსდევს გაკეთებული საქმე. მისი დამოკიდებულება სკოლის მიმართ ყოველთვის არის გულღია, საინტერესო და გულწრფელ ურთიერთობებზე დაფუძნებული. დიდი მადლობა გოდერძი თურქაძეს ეფექტური მუშაობისთვის. 

მადლობა, თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს - ქეთევან შეყრილაძეს ჩვენ, სკოლაში, ერთად ვქმნით ჯანსაღ გარემოს, სადაც შემეცნების გზა პროფესიონალიზმი, ნდობა და ურთიერთპატივისცემაა. წარმატებებს გისურვებთ გუნდის თითოეულ წევრთან ერთად!“ - ვკითხულობთ სკოლის დირექტორის წერილში. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში შექმნილია ყველა პირობა სასწავლო პროცესის წარმატებით გასაახლებლად. 

ბარდუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მონაწილეობით შემუშავებულია და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებულია 2023-2024 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელიც ეფუძნება მესამე თაობის ესგ-ს და დამტკიცებულია 12 სექტემბრის პედაგოგიურ საბჭოზე.

„დაე, ყოველი სასწავლო წელი სრულდებოდეს სკოლის მისიის შესრულებით: „მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი , ინფორმირებული, და პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური , ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად“, - ამბობს დირექტორი და აღნიშნავს, რომ მოსწავლეების სკოლაში დაბრუნებას განსაკუთრებულად ელოდება. 

„15 სექტემბერს ველოდები ჩემს 121 გულს ახალ გარემოში, ახალი შესაძლებლობებით, რომ ერთად, კიდევ ერთხელ, ავანთოთ მზე, რომელსაც განათლება ჰქვია!“,- დასძენს გულო სულამანიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება