სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

საბავშვო ბაღი, სადაც აღსაზრდელების „პორტფოლიოებს“ ქმნიან - ნუცას ბაგა-ბაღის დირექტორი სააღმზრდელო წლის სიახლეებზე საუბრობს
04-09-2023
-
+


„ნუცას ბაგა-ბაღი“ უკვე მრავალი წელია, წარმატებით ფუნქციონირებს. მისი დირექტორი ნონა ედიშერაშვილი კი საქმეს დიდი სიყვარულითა და მონდომებით აკეთებს. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღსაზრდელების სიყვარულია, რომლის გარეშეც, როგორ თავად აღნიშნავს, არაფერი გამოვა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგი იყოს თბილი, მოსიყვარულე. მათ ვეუბნები, რომ რაც შეიძლება მეტი დადებითი ენერგია და სიყვარული გასცენ“, - ამბობს ხელმძღვანელი;

მიუხედავად მძიმე პერიოდისა და მრავალი პრობლემისა, რომელიც პანდემიამ მოუტანა ბაღს, მან და პედაგოგებმა (აღმზრდელებმა) მაინც შეძლეს მდგომარეობიდან გამოსვლა და ბაღმა კვლავ წარმატებით განაგრძო ფუნქციონირება.

„ნუცას ბაგა-ბაღში“, ბავშვები სხვადასხვა საჭირო უნარ-ჩვევებს ეუფლებიან. სწავლობენ გამართულად მეტყველებას, ცეკვას, კითხვას. სკოლაში უკვე მომზადებულები მიდიან, რაც მათ სწავლას უმარტივებს.

და მაინც, საინტერესოა, რა გამოარჩევს აღნიშნულ ბაღს სხვა ბაღებისგან.

აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ამომწურავად etaloni-ge-ს დირექტორმა -  ნონა ედიშერაშვილმა გასცა. მან ინტერვიუში ასევე კერძო ბაღის გამოწვევებზეც ისაუბრა.


- რა ასაკიდან იღებთ ბავშვებს და რამდენ ჯგუფად გყავთ განაწილებული?

- საბავშვო ბაღში უკვე 1 წლიდან ვიღებთ ბავშვებს. 1-დან 2 წლამდე ბავშვების ბაგა ცალკეა, მაგრამ დიდების ჯგუფი - სასკოლო ასაკი შერეულია. აქტივობები ყველა ასაკის ბავშვისთვის შესაბამისი გვაქვს და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი აღსაზრდელების განვითარების დონე მაღალი იყოს; ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი. ბაღში ფუნქციონირებს სხვადასხვა წრე, მათ შორის - ცეკვის; ასევე გვაქვს სტუდია, რათა ბავშვებმა მეტყველება დახვეწონ, დაეუფლონ სასცენო ხელოვნებას და შემდეგ ეს ყველაფერი გადაგვაქვს თეატრში - ვქირაობთ სცენას, რომ ბავშვების ნამუშევრები წარმოვადგინოთ და მაყურებელს ვაჩვენოთ.

- რა გამოწვევის წინაშე დგას კერძო ბაღები? პანდემიის პერიოდში თუ შეგექმნათ პრობლემები?

- პანდემიამ ფინანსურად ძალიან დახია უკან კერძო ბაღები... ასევე, ბავშვებზე უარყოფითად იმოქმედა... როდესაც ისინი დაბრუნდნენ საბავშვო ბაღში, ძალიან ცუდი შედეგები გვქონდა იქიდან გამომდინარე, რომ დიდი იყო ჩაკეტილობა, ერთმანეთთან ურთიერთობა გაუჭირდათ. წარმოიდგინეთ, განვითარების ფსიქოლოგი და სპეციალისტი ავიყვანე იმისათვის, რომ ბავშვები ამ სიტუაციიდან გამოგვეყვანა - ბევრი ვიშრომეთ... არაფერი აინტერესებდათ ბავშვებს - არც დილით ვარჯიში, არც თამაში. ფილმების ჩვენებაც კი მოვხსენი მაგ პერიოდში იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მაშინ ცუდ შედეგებამდე გამიყვანდა.  მივხვდი, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო.

- ავტორიზაცია თუ გაიარეთ, ან როგორ ემზადებით მისთვის?

- ავტორიზაციისთვის მომზადება უკვე დავიწყეთ და გარკვეული ეტაპები გავიარეთ. ვფიქრობ, კარგად გავართვით თავი მოცემულ ამოცანას. პირველ რიგში, მოგვეთხოვებოდა HACCP-ის სტანდარტის დანერგვა იმისათვის, რომ სამზარეულო მოწესრიგებულიყო და ეს გავაკეთეთ. განათლების სამინისტროდან მოვიდნენ და ჩვენ სრული ჩართულობა გვქონდა... ავტორიზაციის დასრულებამდე კიდევ ბევრი რამის გაკეთება გვჭირდება, თუმცა აღნიშნული ეტაპები წარმატებით გავიარეთ, მოეწონათ.

გვყავს ლოგოპედი - მეტყველების პედაგოგი, ფსიქოლოგი, შევადგინეთ გეგმები, რომლებზეც ვმუშაობთ; აღვრიცხავთ თითოეული ბავშვის მიღწევებს, განვითარებას... მსურს, ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით, ყველაფერი იყოს გაწერილი.

- ამ მიდგომას თავის მიზეზი აქვს ალბათ...

- იცით, როდესაც პატარები ამთავრებენ საბავშვო ბაღს, ვაძლევთ დიპლომებს და მათ ერთგვარ პორტფოლიოს, სადაც თავიანთი ნამუშევრებია წარმოდგენილი. მინდა სამახსოვროდ ჰქონდეთ, ეს მშობლისთვისაც კარგია.

- კვალიფიციური პედაგოგები გყავთ?

- დიახ, საბავშვო ბაღი როცა გაქვს. ამ საკითხს უფრო სერიოზულად უნდა შეხედო -  ჩვენ მომავალი თაობას ვზრდით, რომელიც უნდა განვითარდეს... რაც შეეხება პერსონალის გადამზადებას, მე მომყავს განვითარების სპეციალისტები, ვაწყობთ სიტუაციურ გარჩევებს' ნვითარების სპეციალისტი მითითებებს გვაძლევს, რა ხერხები შეიძლება გამოვიყენოთ ამა თუ იმ რთულ სიტუაციაში...უკვე 20 წელია, რაც საბავშვო ბაღის სისტემაში ვარ, კიდევ ძალიან ბევრ ახალ რამეს ვსწავლობ.

- პედაგოგების არჩევისას რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას?

- ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგი იყოს თბილი, მოსიყვარულე. მათ ვეუბნები, რომ რაც  შეიძლება მეტი დადებითი ენერგია და სიყვარული გასცენ. აქ, ჩემი პატარები პირველ სიტყვას ამბობენ „ნონას“, ან - „მიყვარხარ“, რადგან სხვანაირი - თბილი მიდგომები გვაქვს. თუ სითბოსა და სიყვარულს არ აგრძნობინებ ბავშვს, არაფერი გამოვა.


- რითი განსხვავდება თქვენი ბაღი სხვა ბაღებისგან. რატომ უნდა მოიყვანონ მშობლებმა თქვენთან ბავშვები?

- ჩვენ ვაძლევთ ძალიან ბევრ სიყვარულს! მათ აზრს პატივს ვცემთ. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ბავშვები სახელმწიფო თეატრმა აიყვანა, რადგან ძალიან კარგი მეტყველება ჰქონდათ, კარგი აზროვნება, სცენაზე კარგად თამაშობდნენ. ძალიან ხალისიანი ბავშვები არიან. თუნდაც, იმიტომ, რომ სასკოლო მზაობა აქვთ. როდესაც პანდემია დასრულდა და ბაღი გაიხსნა, ჩვენ მივხვდით, რასთან გვქონდა საქმე, მაშინ სასკოლო მომზადება დავიწყეთ.

- ამ მიდგომამ გაამართლა?

- ბევრმა სკოლამ მადლობაც კი გადაგვიხადა იმისათვის, რომ ასეთი კარგი და მომზადებული ბავშვები გავუშვით.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თახნის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებითი, საბაზაო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

„ენობრივი მახეები“: 17 შეცდომა, რომლებსაც გაუცნობიერებლად ვუშვებთ 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება