| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ექსპერტები ყოველ წელს გვახსენებენ, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად ნაკლები ტკბილეული ვჭამოთ, მკაცრი დიეტა დავივიწყოთ, ყოველთვის თან ვიქონიოთ წყალი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ.
გთავაზობთ კიდევ რამდენიმე რჩევას თუ როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს.
თავიდან ავიცილოთ გულისრევა
ბევრ ადამიანს ძლიერი სიცხისგან გულისრევა აწუხებს, რომლის დამახიათებელი ნიშნები, პირღებინების გარდა, არის თავში სიმძიმის შეგრძნება, უმადობა და სისუსტე. ამ არასასიამოვნო სიმპტომების დასაძლევად, ძლიერი სიცხის დროს ეცადეთ ბანანი, შავი მოცხარი, პიტნა ან ისპანახი მიირთვათ. შეგიძლიათ პიტნიანი ცივი ჩაის სმა ჩვევად აქციოთ, რაც გონზე მოსვლაში დაგეხმარებათ.
სვით ბევრი სითხე
გაუწყლოება ძლიერი სიცხის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შედეგია. თერმონგულაციის მიზნით ჩვენი ორგანიზმი ოფლიანობს და აუცილებელ სითხეს კარგავს. სწორედ ამიტომ, იზრუნეთ წყლის ბალანსზე და სვით ბევრი წყალი.
არ დაიტვირთოთ კუჭი
მძიმე, ცილებით მდიდარი, ცხიმიანი საკვების ათვისება ორგანიზმს უჭირს და ბევრ ენერგიას ხარჯავს. მაღალ ტემპერატურაზე კი სისხლი სქელდება და მეტაბოლური პროცესები ნელდება, ამიტომ უკეთესია მსუბუქი, უჯრედისით მდიდარი საკვები ავირჩიოთ. ასეთებია - თევზი, ხილი, ბოსტნეული, ბრინჯი და შვრია. სიცხეში იდეალური სადილია - ბოსტნეულის სალათი ნაკლებცხიმიანი ყველით.
არ თქვათ უარი მარილზე
ოფლიანობის დროს ორგანიზმი სითხესთან ერთად ბევრ მარილს და მიკროელემენტს კარგავს. ამიტომ, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ექსპერტი რაციონიდან მარილის მთლიანად ამოღებას გვირჩევს, ის შესაძლოა სასარგებლო იყოს - მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით.
მასალა მომზადებულია edinstvennaya.ua-ს მიხედვით.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება